|
2019-05-03 11:21:25, 1960 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა
„საქართველო, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" თანახმად, 2019 წელს დასახელდა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ე.წ. სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ინვესტორებთან. ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით ასევე იყოს პოზიციონირებული როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ინიციატივით და მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და ბიზნესის ჩართულობის წახალისებას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში. დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი, აგრეთვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია. კონკურსში წარმოდგენილი იყო საქართველოში მოღვაწე კომპანიების 53 პროექტი შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშო გარემო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, SDG პიონერი. გამარჯვებულები დაასახელა ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა მრავალსექტორულმა ჟიურიმ. დაჯილდოებას დაესწრნენ ბიზნესის, ასევე, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019" მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)