|
2019-05-02 20:29:44, 1941 ნახვა
კომენტარი
გახარია - საქმე გვაქვს ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი და ცალკეული ადამიანების ტრაგედია
"საქმე გვაქვს ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული ადამიანების ტრაგედია და ამით ეცადოს, პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაკსვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა პოლიციელებს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უდიდესი ღირსებაა. „აშკარად დავინახე თვალნათლივ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია მარტივად, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული, ინდივიდუალური ადამიანების ტრაგედია და ეს გააკეთოს ძალიან მარტივად, მიზანმიმართულად, დაგეგმილად და ამით ეცადოს, მიიღოს პოლიტიკური დივიდენდი. ყველაფერ ამისთვის, თითოეულ პოლიციელს მინდა მოვუხადო ბოდიში, რაც აქ მოხდა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა, ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ებრძვით ხანძარს, იცავთ საზღვარს, დგახართ საოკუპაციო ხაზზე, ებრძვით კრიმინალს, ეს არის უდიდესი ღირსები მატარებელი საქმე და მოგიწოდებთ ყველას, ეს საქმე გავაგრძელოთ უფრო მხნედ, ორჯერ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მივცეთ საშუალება, მათი ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა შეძლოს უზრუნოს თავის ოჯახზე, შვილზე და შექმნას კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)