12:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 17:51:47, 1188 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand-ი გაიხსნა

 „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.

 ხუთ ვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული, პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია, სასტუმროში 17 ლუქსი და  2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება  პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.  სასტუმროში რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია.  ასევე განთავსებულია: საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანი, მათ შორის, პანორამული „სქაი ბარი“, 5 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროსთვის ექსკლუზიური, 22-მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“,  მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანმა კომპანიამ Lasvit დაამზადა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. კომპანია Wyndham Hotels & Resorts ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ის მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს.  ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ისეთი პროექტის განვითარებას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსურ მონაწილეობას, სასტუმროს მშენებლობისთვის საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 10 მილიონამდე დოლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Wyndham Grand-ის ბრენდი, Wyndham Hotel Group-ში შემავალი სასტუმროა. ჯგუფში 20-მდე ბრენდია გაერთიანებული. სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics