12:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 14:07:23, 1108 ნახვა

საზოგადოება
„გრძნობს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას პრეზიდენტის განცხადებების გამო?!“ - აქცია პარლამენტში

სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრები პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად შენობის დერეფანში აქციას მართავენ.

ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ეკითხებიან, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო.

"ეს არის პროტესტი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა და პრეზიდენტი ანტისახელმწიბოებრივ განცხადებებს აქამდეც აკეთებდა. დღეს პარლამენტში მოვედით იმისთვის, რომ იმ პარლამენტარებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდნენ ზურაბიშვილს, ვკითხოთ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას მის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ არაა ჩვენი გუნდის წევრიო, მაგრამ მათი გუნდის წევრი რომ ყოფილიყო, მისცემდნენ თუ არა წითელ ბარათს?! ჩვენი პროტესტი განსაკუთრებულად პრეზიდენტის ამერიკული ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომ თითქოს არ უნდა გავაღიზიანოთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ამის გამო აშშ-ს ბაზებზე უარი უნდა ვთქვათ", აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრი მარიამ დოლიძე. 

მოძრაობის წევრებს თან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი და პლაკატები წარწერით "წითელი ბარათი პრეზიდენტს" აქვთ.

სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" შაბათს, 2 საათზე, პრეზიდენტის სასახლის წინ აქციას აწყობენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics