13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 13:06:11, 1907 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია: გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურეა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურეს უწოდებს.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციებზე გახარიამ პასუხი უნდა აგოს. 

"მე მაინტერესებს ეს ადამიანი რაიმეზე პასუხს აგებს? 2017 წლის 13 ნოემბრიდან ივანიშვილმა  შინაგან საქმეთა მინისტრად  დანიშნა და უთხრა მემსახურეო. მას შემდეგ უამრავი კრიზისი შეიქმნა ამ ქვეყანაში. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?! რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არ აგებს:  გამოუძიებელ საქმეებზე, ტერორისტული ჯგუფის შუაგულ ცენტრში ყოფნაზე, რის თაობაზეც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ ამ ჯგუფის შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე მისი ხელშეწყობით მოხდა და ა. შ. ეს ადამიანი, შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული გახარია , რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ ერთი ადამიანის მოსამსახურეა და ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი და სამოქალაქო მშვიდობა მისთვის მეოთხე და მეხუთეხარისხოვანია. ეს ყველაფერი არა ჩემი ვარაუდი, არამედ კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობ", -განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრმა პანკისის ხეობაში განვითარებული  მოვლენებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics