|
2019-05-01 18:25:30, 1768 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე საქართველოს საგარეო გამოწვევები რეგიონში არსებული რეცესიის ფონზე. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება 2019 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელზე, რომელმაც 6 პროცენტი შეადგინა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული მაჩვენებელი და იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების კურსი უზრუნველყოფს ქვეყნის ინკლუზიურ ზრდას. შეხვედრაზე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები, ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების რეფორმა, რომლის შედეგადაც აღნიშნულ სექტორში დამატებითი საბაზრო მექანიზმები დაინერგება.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)