|
2015-06-26 14:10:55, 457 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი პერტაია არ გამორიცხავს, რომ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ახალი ფუნქციისა და ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის თანაკვეთა მოხდეს
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია არ გამორიცხავს, რომ სააგენტოს ახალი ფუნქციისა და ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის თანაკვეთა მოხდეს. ამის შესახებ პერტაიამ სააგენტოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციის განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადასვლის შემდეგ უწყებას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის ფუნქცია დაემატა. მისი თქმით, სააგენტოს და ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები გამიჯნულია, თუმცა თანაკვეთა გამორიცხული არაა. „აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისას სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალები ან ინფორმაცია და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას რეკომენდაცია გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მაგალითად, როდესაც ინვესტორს რაიმე დოკუმენტის აღება უნდა და პრობლემა ჩნდება, დრო არ გვჭირდება შესასწავლად, რადგან ამ პროცესს მივყვებით და გვაქვს უფლება, რომ ეს ქეისი წავიღოთ პირდაპირ მთავრობაში გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს დასჭრიდებოდა მინიმუმ ერთი თვე შესასწავლად. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს, ერთმა პატარა შეცდომამაც შესაძლოა შეარყიოს მისი იმიჯი. ასევე საფუძველი იქნება იმისი, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ რაიმე სისტემატურ გადაწყვეტილებას საჭიროებს მაგალითად, საგადასახადო კანონმდებლობაში კონკრეტული მუხლის ცვლილება, რომელიც სისტემატურად მოხსნის პრობლემას და არა კონკრეტული შემთხვევა, აქ ბიზნესომბუდსმენი ჩაერთვება. რაღაც გადაკვეთები იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ რაიმე პრობლემები შეიქმნება“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ. მისივე თქმით, სააგენტოს გაზრდილი ფუნქციები უზრუნველყოფს, რომ ინვესტორებს უსამართლობის შეგრძნება არ ჰქონდეთ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ გაიწელოს. შეგახსენებთ, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო პრემიერ მინისტრის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მარტში გადავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)