02:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 15:31:56, 1333 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: „ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე წარსულის პოლიტიკური ძალაა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია "ქართულ ოცნებას" წარსულ პოლიტიკურ ძალას უწოდებს.

აღნიშნული შეფასება ბესელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლეების არჩევის პროცედურის შესახებ პარლამენტში მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ჩავარდა.

"ყველაფერი ნათელია. ის შანსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, არ გამოიყენა და სრულიად წარუმატებელ და მარცხისთვის განწირულ გზას დაადგა. აჩვენა, რომ აბსოლუტურად ექვემდებარება იმ კლანურ ინტერესებს, რომელიც იუსტიციის საბჭოში და სასამართლოში გამეფდა. ამ კენჭისყრამ ისიც აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" რეალობის აღქმა დაკარგული აქვს, მიდის პროცესების და საზოგადოების განწყობის საწინააღმდეგოდ. ეს იყო კიდევ ერთი წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი, "ქართული ოცნების" მხრიდან გამოუყენებელი შესაძლებლობა და ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა. ამ პროცესმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წარსულის პოლიტიკური ძალაა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics