13:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 13:12:15, 1722 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი: რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოიმოქმედა არის ვენეციის კომისიის ბოიკოტი

„პოლიტიკურ რეალობაში რაც მოიმოქმედა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არის ვენეციის კომისიის ბოიკოტი, არც მეტი არც ნაკლები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, აუცილებელია, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს.

„ბატონო ირაკლი, როცა გუშინ დარბაზში სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თქვენ ვრცლად ისაუბრეთ, ხოტბა და საქები სიტყვები არ დაგიშურიათ ევროპის საბჭოს მიმართ და არაერთხელ აღნიშნეთ, რანაირად არის ერთგული დღევანდელი საქართველოს მთავრობა ევროსაბჭოს ფასეულობებისა. მოგეხსენებათ, ვენეციის კომისია არის მართალია დამოუკიდებელი მაგრამ ევროსაბჭოს ნაწილი და რანაირად გამოდის ევროსაბჭოს პატივისცემა თუკი ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე ვენეციის კომისიის ვრცელ რეკომენდაციებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არც კი განიხილავს.

პოლიტიკურ რეალობაში რაც მოიმოქმედა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არის ვენეციის კომისიის ბოიკოტი, არც მეტი არც ნაკლები. სწორედ ამიტომაც უნდა დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე ამ კანონპროექტის განხილვა, რომ ვენეციის კომისიას მაინც ვცეთ პატივი და მათი რეკომენდაციები განვიხილოთ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics