|
2019-05-01 11:42:51, 1726 ნახვა
ეკონომიკა
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა
იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე წლის 30 აპრილამდე 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ სასესხო/საკრედიტო ვალდებულებები გააჩნდათ, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, იმ პირთა საქმიანობა, რომელთაც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები არ წარუდგენიათ და 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ ჯერ კიდევ გააჩნიათ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება. „შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკში დოკუმენტაციის წარდგენის თავდაპირველი თარიღი ერთი თვით, 2019 წლის 30 აპრილამდე იყო გახანგრძლივებული. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, იმ პირთა საქმიანობა, რომელთაც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები არ წარუდგენიათ და 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ ჯერ კიდევ გააჩნიათ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება. დღევანდელი მდგომარეობით, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე განაცხადი 205 მეწარმე სუბიექტს აქვს წარდგენილი, აქედან რეგისტრაცია 145 სუბიექტმა უკვე გაიარა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. ინფორმაცია რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=529
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)