13:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 19:05:18, 1554 ნახვა

კომენტარი
ბესელია: წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან - კობაძიხის მიზანია იუსტიციის საბჭოსთან შემუშავებული კანონპროექტი გავიდეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეებზე კანონპროექტი წარადგინა, დეპუტატების უმრავლესობა არ ესწრებოდა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის მიზანია საკანონმდებლო ორგანომ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცოს.

"ჩემს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უნდა განხილულიყო მესამე მოსმენით, ვიდრე კენჭი ეყრება იმ ცუდ ვერსისას, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს იუსტიციის საბჭოსთან ერთად შემუშავებული. ამიტომაც ჩვენი ინტერესი იყო, რომ ეს კანონპროექტი უფრო ადრე განხილულიყო. ერთის მხრივ, გამოჩნდა ის დამოკიდებულება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ეკიდება მმართველი პარტია სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს. ეს გამოჩნდა დღეს და ყველა ასეთი საკითხი არის ერთგვარი რენტგენის სურათი, თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, როგორ რეაგირებს იმ ემოციაზე და მოვლენაზე მმართველი პარტია, რაც აქვს შინ და გარეთ ყველას. მე მგონია, რომ ყველაფერი დაითვლება. როგორც იტყვიან წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics