11:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 14:06:05, 1642 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები „ნაცმოძრაობის“ ოცნებაა, რომელიც ქვეყნის ოცნებებს არ ემთხვევა

"ეს "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა და მათი ოცნებები ქვეყნის ოცნებებს და ქვეყნის განვითარების გეგმებს არ უკავშირდება", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია არასერიოზულია და ოპოზიცია დემაგოგიას ეწევა.

"ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მე არ გამომივა სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ენმ-ის საერთო მესიჯბოქსთან, რომ რაღაცა ქაოსი ხდება, რაღაცა უბედურება ხდება. ბოლო დროს სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენებით, მათი მოქმედებები დაკავშირებული იყო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს გაჩერებისკენ. ყველანაირად ცდილობენ შექმნან სიტუაცია, რაც რეალობასთან კავშირში ნამდვილად არ არის. ეს რაღაც პოლიტიკური ხრიკია, რომ ჯერ დაიწყონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი და მერე თქვან რომ ეს აწყობთ მათ კი არა, არამედ "ქართულ ოცნებას". ეს არის დემაგოგიის ნაწილი, რომელიც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეუძლიათ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics