|
2015-06-26 09:39:37, 422 ნახვა
პოლიტიკა
აგვისტოში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
აგვისტოში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო თავდაცვის მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ამასთან, როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება. გარდა ამისა, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი და ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული ნატოს ღია კარის პოლიტიკის ნათელი დადასტურება იქნება. „7 წლის განმავლობაში საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელა. გარდა ამისა, საქართველო, ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია და დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. შეხვედრის დასასრულს, თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ნატოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება საქართველოსთვის ნატოს მომავალ სამიტზე MAP-ის მინიჭება იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)