|
2019-04-25 17:47:16, 1766 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალა
"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში 19 მსჯავრდებული შეიწყალა", - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. ჟვანიამ აღნიშნა, რომ შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. "25 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი მსჯავრდებული, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობით მსჯავრდებული, აქედან ორი ქალბატონი მსჯავრდებულია, 21 პირობით მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებულია ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)