09:53 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 12:52:27, 1851 ნახვა

სამართალი
შინდისში ავარიის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა

გორის რაიონის სოფელ შინდისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც მოზარდები იმყოფებოდნენ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაზის მილს შეეჯახა, შემდეგ კი, ავტომობილი ამოტრიალდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მოზარდებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინაროებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics