20:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 15:42:22, 1391 ნახვა

რეგიონი
შსს-მ 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან ვერტმფრენით დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მიხა არაბულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა. დაუყოვნებლივ დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველთა 2 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ჩაერთო.

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

დუშეთში ჩამოფრენისთანავე, ვერტმფრენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დახვდა. 76 წლის მიხა არაბული დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics