15:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 15:10:26, 1826 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

"გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულოშეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობის მაღალ დონეს.

„მინდა განვმარტო რა არის საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობა - ეს არის საგადასახადო სისტემის უნარი, მობილიზება გაუკეთოს, რაც შეიძლება მეტ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში, საგადასახადო განაკვეთების ზრდის გარეშე. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგს, იქ არის ერთ-ერთი ინდიკატორი "მთლიანი საგადასახადო განაკვეთი", რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ საგადასახადო წნეხი. ამ რეიტინგში ვართ მესამე ადგილზე. ამ ნიშნულზე საქართველო აქამდე არასდროს არ ყოფილა. გვისწრებს მხოლოდ ვანუატუ და ბრუნეი. ერთი არის მცირე სახელმწიფო, ხოლო მეორე, ასევე პატარა, ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა. ანუ, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ეკონომიკის ქვეყნებს შორის, ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე მცირე გადასახადებით. თუმცა, გადასახადების მობილიზაციის მაღალი დონე, მიუთითებს ჩვენს ძალიან მაღალ პროდუქტიულობაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში" - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში  საქართველო წარმოდგენილია, როგორც მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ფისკალური მმართველობის ეფექტიანობის კუთხით. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics