|
2019-04-23 14:18:50, 2088 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა და ყაზახეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი შუა სატრანზიტო კორიდორის კონცეფციის განვითარებაზე შეთანხმდნენ
„ჩვენ განვიხილეთ ბევრი სტრატეგიული საკითხი, მათ შორის, ჩვენი სატრანზიტო კორიდორის, ე.წ. „შუა კორიდორის" კონცეფციის შემდგომი განვითარება, ასევე გამჭოლი ტარიფები, რომლებიც უფრო მარტივს გახდის სატვირთო გადაზიდვებს აღნიშნულ კორიდორში და უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო ფუნქციას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. დოკუმენტს ასევე ხელი მოაწერა ყაზახეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა რომან სკლიარმა. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ნათია თურნავას განცხადებით, როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ იმ ნაკადების მოზიდვაში, რომლებიც ჩინეთიდან შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საბორნე მიმოსვლის ინტენსიფიკაცია შავ და კასპიის ზღვებზე, რადგან აღნიშნულიც შუა კორიდორის შემადგენელი ნაწილია.", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ.
(NS)
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)