|
2019-04-23 10:05:20, 1135 ნახვა
საზოგადოება
ტოკიოში ქართული სუფრის კულტურას გაეცნენ
პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ფარგლებში ტოკიოში ღონისძიება „ქართული სუფრა“ გაიმართა, რომელსაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე უძღვებოდა. საგამოფენო სივრცეში „Warehause Terrada” მოწვეულ 120 სტუმარს შორის ღვინის ექსპერტები, იაპონის მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ. საღამოს ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დაესწრნენ. მათმა სტუმრობამ იაპონელებში განსაკუთრებული ემოციები და აღატაცება გამოიწვია. ღონისძიების მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრისა ტრადიციებისა და ღვინის კულტურის გაცნობა იყო. სხვადასხვა დასახელების ღვინოებთან ერთად სტუმრებისთვის ქართული კერძები სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასულმა მზარეულებმა მოამზადეს. „იაპონელებს აქვთ რიტუალის განსაკუთრებული გრძნობა და ჩვენ ვეცადეთ, რომ ქართული სუფრაც თავისებურ ღვინის რიტუალად წარმოგვედგინა, აღგვეწერა ყველაფერი, რისგანაც შედგება ის. ეს იყო ძალიან კარგი დიალოგი და შეხვედრა, ორი სრულიად განსხვავებული კულტურის - ქართულისა და იაპონურის. თუმცა, მე როგორც თამადამ, მათ ვუთხარი, რომ საფუძველში ორივე კულტურას უდევს ერთი რამ - ადამიანური ურთიერთიობები და ადამიანებს შორის დიალოგის მთხოვნილება“ - აღნიშნა ზურაბ ქარუმიძემ. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში „Warehause Terrada”-ში მოწყობილი ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)