|
2019-04-22 17:46:48, 2021 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
„ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნავთობის მზარდი მოპოვების ფონზე, ჰქონდეთ იმ მარშრუტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნულ პროდუქციას დასავლურ ბაზრებს მიაწვდიან. ამ თვალსაზრისით ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ უფრო მეტად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს ბაზრის მიმზედველობა ჩვენი ყაზახი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან კანატ ბოზუმბავთან შეხვედრის შემდეგ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყაზახ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ყაზახური ინვესტიციის შესაძლო განხორციელებაზე საქართველოში, კერძოდ, ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს საქართველოში ნავთობგაზოქიმიის ნედლეულის გადამუშავებას და მესამე ქვეყნებში საბოლოო პროდუქტების მიწოდების შესაძლებლობას. „ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე ერთობლივად ვიმუშავებთ და ამან, შესაძლოა, ნავთობქიმიის გადამუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს გამართავს, გარდა ამისა, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება შესაბამის ოქმს. ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებთან.
(NS)
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)