05:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 16:01:38, 491 ნახვა

საზოგადოება
კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში ლეგალური მიგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა

დაბა კაზრეთის ახლადგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ლეგალური მიგრაციის თემაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიგრაციით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ,  დასაქმების შეთავაზების სანდოობა, სავიზო პროცედურები და უცხო ქვეყანაში ცხოვრების წესები, სწავლა საზღვარგარეთ და გაცვლითი პროგრამები, მუდმივი ბინადრობა და თავშესაფარი, მიგრანტების უფლებები და მოვალეობები, ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები და მათი პრევენცია.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics