05:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 15:21:40, 342 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით,  ერევანში გამართულ სომხეთ - საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP)  ფარგლებში განხორციელდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე  საჯარო სამსახურსა და პენიტენციურ სისტემაში  გატარებული რეფორმები განიხილეს, მიღწეულ პროგრესზე ინფორმაცია გაცვალეს და გამოცდილების გაზიარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და დაწვრილებით ისაუბრეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურასა და რეფორმებზე, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიღწევებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე.

ფორუმის ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ასევე საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა უპასუხეს. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით,  ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყნის პენიტენციურ სისტემას წაადგება, რაც რეგიონში დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხოების პირობაა. საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში დაწყებულ რეფორმაზე, რომელიც დასავლურ პრაქტიკას ეფუძვნება და რომლის მიზანია საბჭოურ მოდელზე დაფუძნებული მართვის სისტემის საბოლოოდ დანგრევა.

აღნიშნულ ფორუმზე ქართულ მხარეს ორი უწყება,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics