05:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 17:23:20, 1541 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ციფრული არქივის სისტემას აზერბაიჯანის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანი  უძრავი ქონების არქივის სისტემისა და არქივირების პროცესის გაცნობა იყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის ბაქოს ოფისის არქივის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემა, ელექტრონული სერვისები და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

დელეგაციის წევრებისთვის  საჯარო რეესტრის რეგისტრაციის დეპარტამენტსა და არქივის სამსახურში საინფორმაციო ტურიც მოეწყო და სტუმრები  მონაცემების დიგიტალიზაციის, დოკუმენტების დასკანერების, არქივირებისა  და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს სამუშაო ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯაინის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა საჯარო რეესტრის არქივის შენობაც დაათვალიერეს,  სადაც ქაღალდის დოკუმენტები ცენტრალიზებულად და  საერთაშორისო სტანდარტების დაცვით,  უსაფრთხოდ ინახება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics