05:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 19:53:56, 1701 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და დაანონსებული პერმანენტული აქციები გაუქმდა.

საინიციატივო ჯგუფის ერთერთი წევრის თქმით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლამდე იქნება დაშვებული.

„მივაღწიეთ იმ სიტუაციას, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები 2021 წლის 1 იანვრამდე იქნება დაშვებული, ოღონდ „ბ“ კატეგორიაში. ბ კატეგორია განიხილება ასე, მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ მუშაობა, მაგრამ ჩვენ ვაწარმოვებთ მოლაპარაკებას, იქნებ დავითანხმოთ  მერიაც, ვუხსნით ძალიან კვალიფიკაციურად და გვაქვს იმის იმედი, რომ რაღაცაზე წამოვიყვანთ“, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ერთ ერთი წევრი.

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტის წინ ტაქსის მძღოლებისთვის მერიასთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების გასაცნობად მივიდნენ.  მძღოლების ნაწილი კვლავ უკმაყოფილოა და ისინი „ბ“ კატეგორიის ტაქსებისთვის ტრაფარეტის დადგმის უფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით „ა" კატეგორიის ლიცენზიის მისაღებადც ტაქსი  უნდა იყოს  თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და  ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად),  "ბ" კატეგორიის ტაქსზე   ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, თუმცა  ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics