|
2019-04-18 17:57:29, 1865 ნახვა
საზოგადოება
„აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლები: ნათია კაპანაძის დემოკრატიულობა იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია
„აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 100-ზე მეტი თანამშრომლის წერილი წარადგინეს, სადაც 11 აპრილს ტელევიზიის სახელით გაკეთებულ განცხადებას სრულად ემიჯნებიან. მათ აღნიშნეს, რომ არასამთავრობოების და ცალკეული პიროვნებების განწყობა ნათია კაპანაძის დემოკრატიულობის შესახებ მხოლოდ „იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია“ და ნათია კაპანაძის მართვის სტილთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვეს. „ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს, დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებებს თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია დაიწყო და მომწიფდა უკმაყოფილება და პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას“, - ნათქვამია წერილში. თანამშრომლებმა წერილში ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ სარედაქციო დამოუკიდებლობას ნათია კაპანაძის დირექტორობამდე მიაღწია და ეს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში არაერთხელ აისახა. „აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა იმ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მანამდეც არაერთხელ მოხვდა და ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით. ჩვენ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და კანონით მონიჭებულ უფლებას გვქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა”,- ნათქვამია წერილში. წერილის გამავრცელებელი თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მრჩეველთა საბჭო აღნიშნულ გარემოებებს გაითვალისწინებს და თავისუფალ არჩევანს გააკეთებს. გავრცელებულ წერილს აჭარის მაუწყებლის 310 თანამშრომლიდან ხელს 103 თანამშრომელი აწერს. შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს „აჭარის ტელევიზიის“ სახელით განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ „მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.“
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)