|
2019-04-18 15:06:10, 2141 ნახვა
ეკონომიკა
„ბილაინის“ მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს
„ბილაინი“, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა. მომხმარებელი, უბრალოდ, ავსებს განაცხადს კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. მგზავრს უფლება აქვს, მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც დამოკიდებულია ფრენის მანძილზე. FlyHelp-ის კომპენსაცია ვრცელდება: ფრენის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შემთხვევებზე. კომპენსაციის მისაღებად მგზავრი ატყობინებს FlyHelp-ს რეისის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდ ამოწმებს, ეკუთვნის თუ არა მომხმარებელს კომპენსაცია და ამზადებს სარჩელს. საქმის მოგებისთანავე მგზავრი იღებს თანხას. მომხმარებლის მხარდაჭერა მოგზაურობისას, ბილაინის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ბილაინი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ კომფორტული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი როუმინგის მომსახურება, მათ შორის: ზარების განხორციელება და მიღება, SMS სერვისი და მობილური ინტერნეტი. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ბილაინის აბონენტს შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით. ბილაინი პირველი სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში როუმინგის მომსახურებასა და სამოგზაურო დაზღვევას ერთობლივად - ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, აბონენტი ავტომატურად, უფასოდ სარგებლობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევით. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.flyhelp.ge; www.beeline.ge
(R)
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)