|
2019-04-18 12:50:57, 2027 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში, კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ
საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში. მისი შეფასებით, ეს არის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მეზღვაურებისთვის იქმნება დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები კვიპროსის სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამოხატულია საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმებით. აგრეთვე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხებზე. „ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი გემთმფლობელი კომპანიის მოღვაწეობას, როგორიცაა ,,Columbia Shipmanagement". ეს კომპანია ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია მსოფლიოში - საუბარია წელიწადში 1000-მდე ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მინდა შეგახსენოთ. რომ აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ჩვენს მეზღვაურებს ისეთივე წვლილი შეაქვთ, როგორიც ტურიზმის სექტორს" - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ორივე ქვეყანას აქვს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისა და უფრო ინტენსიური ურთიერთობის განვითარების მოლოდინი. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადესის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," სს ,,საპარტნიორო ფონდის," ასევე IBCCS-ის წარმომადგენლებმა. ფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტმა კომპანია მონაწილეობს ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.
(NS)
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)