08:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 19:30:38, 1850 ნახვა

სამართალი
ჯავახაძე - პატრულის ეკიპაჟებს ნომრის ამომცნობი მოწყობილობები ექნებათ, რომლითაც მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება მოხდება

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ნომრის ამომცნობი პორტატული მოწყობილობები ექნებათ, რომლითაც მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება მოხდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან საგზაო უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს კამპანიასა და დაგეგმილი სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრისას ავტომანქანების ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის მთელ მსოფლიოში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკა. საუბარია ასეთ პორტატულ მოწყობილობებზე, რომლებიც მაგრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მანქანებზე და შესაბამისად, მოძრაობის პროცესში, არეალში ხვდება სხვადასხვა მანქანების სანომრე ნიშნები და ხდება მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება. მაგალითად, საუბარია მძღოლებზე, რომელთაც შეჩერებული აქვთ მართვის მოწმობის მოქმედება. შესაბამისად, მოხდება გადამოწმება, ხომ არ მართავს იმ კონკრეტულ ავტომობილს ისევ ის მძღოლი, ასევე, სხვა ტიპის ხშირ დარღვევებში მხილებული მძღოლების გამოვლენა. ანუ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემასთან ერთად, საპატრულო პოლიციისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნება, რომ წესრიგი დამყარდეს და წესრიგი იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენს გზებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ დანერგოს ისეთი პლატფორმა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ სამართალდარღვევის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულებით დაფიქსირებას, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს და შესაბამისი აპლიკაციის დანერგვა წლის ბოლომდე იგეგმება.

 „ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი დღეს წარმოდგენილი გეგმის ნაწილია ე.წ. „კრაიმ-სტოპერის“ აპლიკაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შეესწრება გარკვეულ სამართალდარღვევას, შეეძლება ვიდეო და ფოტო გადაღების გზით, ამ აპლიკაციის მეშვეობით ატვირთოს ეს სამართალდარღვევა და შესაბამისად პოლიცია უკვე მოახდენს ამაზე რეაგირებას. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უკვე წელს დაინერგება“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics