16:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 18:48:20, 2052 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ და ეს ასეც უნდა მოხდეს

მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს, არ ვფიქრობ, რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ მისი გათვალისწინება არ შეიძლებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, სულ რამდენიმე შენიშვნაა.

„გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან შეიძლება ეს საკითხი სხვანაირად შემოწმდეს და გადამოწმდეს. ამხელა პროცედურა სწორედ ამისთვისაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოაზრეებიც განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ, მაგრამ ვფიქრობ გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ გამოცდა არ უნდა იყოს. ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გაზიარებაც ჩვენი ერთ-ერთი პირობა იყო. ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ და ეს ასეც უნდა მოხდეს", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics