03:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 17:21:52, 1539 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში 18 აპრილს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა"  - ნახევარფინალური თამაში  2019 წლის 18 აპრილს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართება.

ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს პროექტში დარეგისტრირებული საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 280-მდე სკოლის გუნდი, თითოეული 5 მოსწავლის შემადგენლობით.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები.

ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს წარუძღვება საქართველოს კლუბი "რა? სად? როდის?".

ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 22 მაისს თბილისში გაიმართება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით  დაჯილდოვდებიან.

დეტალური ინფომაცია იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/saqartvelos-pirveli-demokratiuli-respublika

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics