03:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 11:35:27, 1295 ნახვა

საზოგადოება
ისნის გამგეობა ოთხი საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტს ახორციელებს

ისნის რაიონში, საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. 

 ამ დროისთვის, აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადის აღდგენა ხდება, ხოლო დოდაშვილის ქუჩის N23-სა და არმაზის ქუჩის N17-ში მდებარე თბილისურ ეზოში, ავარიული სახლების გამაგრება მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება ქეთევან წამებულის გამზირის N63ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები. 

პროექტის მიხედვით, ბეტონის ფილებით თითოეული შენობის საძირკვლის გამაგრება  ხდება, ეწყობა რკინა-ბეტონის სარტყელები და ზღუდეები, ხდება კედლების ჩასმა არმატურის დამცავ ბადეებში, ტარდება სახურავების რეაბილიტაცია, რომელიც ხის მასალით კონსტრუქციის სრულად აღდგენას, ახალი სახურავის მოწყობასა და ფასადის განახლებას მოიცავს.

ოთხივე შენობის გამაგრებისა და ფასადის აღდგენის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 326 388 ლარით დაფინანსდა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ ავარიული სახლები ორ მისამართზე - არარატის ქუჩის N23-სა და კასპის ქუჩა N2-ში გაამაგრა. 

აღნიშნული მიმართულებით, პროექტების განხორციელებას გამგეობა მომავალშიც გეგმავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics