|
2019-04-15 16:16:08, 2089 ნახვა
ეკონომიკა
„როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“ - რებრენდინგის შემდეგ ლუდი „ზედაზენი“ ახალ კამპანიას იწყებს
სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მის პორტფელიოში არსებული ფლაგმანი ბრენდის - ლუდი „ზედაზენის“ რებრენდინგი განახორციელა. 2019 წლის აპრილში 7 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც ,,ზედაზენი’’ პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ბრენდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მომხმარებლისთვის წარედგინათ განახლებული „ზედაზენი“ – ახალი შეფუთვითა და კამპანიით: - „როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“. ბრენდის განახლებულ დიზაინზე იმუშავა იანა პოლევანსკაიამ, ხოლო კამპანიაზე იზრუნა „ფორმულა კრეატივმა.“ მნიშვნელოვანია ის, რომ იანა პოლევანსკაია და „ფორმულა კრეატივის“ გუნდის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც „ზედაზენის“ პირველი დიზაინი და სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნეს. ამის გათვალისწინებით, 7 წლის შემდეგ, ამავე ბრენდის შეფუთვაზე მუშაობა მათთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო. ,,გახსნის დღიდან ჩვენი მოწოდება არის, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომლითაც საქართველო იმაყებს. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, ქართული უნიკალური წყალი და მთელი კომპანიის ერთიანი სულისკვეთება ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენს პორტფელში 15 ზე მეტი ბრენდია, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო დონის - ბავარია, ჰოლსტენი, რაგნარი. ჩვენი კომპანიის მთავარი ბრენდი ზედაზენია. ის არის პირველი ბრენდი, რომლითაც შევედით ბაზარზე და დავიმსახურეთ მომხმარებლების ნდობა“, - აცხადებს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი. ლუდის რებრენდინგთან ერთად, ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ განსხვავებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება გადაწყვიტა. ,,ზედაზენი’’ საქართველოს გულშემატკივარია. ამ კამპანიით ჩვენ ვამბობთ: იმისათვის, რომ ერთმანეთს ვუგულშემატკივროთ, ერთმანეთი გავახაროთ და გავაბედნიეროთ, აუცილებელია რწმენა, რწმენა იმისა, რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს! ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ზედაზენის, არამედ მთლიანი ინდუსტრიის სახელით და პოპულარიზაციას ვუწევთ არა მარტო ქართული ლუდის სექტორს, არამედ მთლიანად ქართულ ნაწარმს. არსებობს მოსაზრება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამება ანალოგიური პროდუქტების ხარისხს ევროპული ქვეყნებიდან, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ჩვენ ვზრუნავთ ლუდის ბაზრის იმიჯზე და ვცდილობთ რომ ქართველ მომხამრებელს, რომელსაც მაღალი მოლოდინები აქვს ადგილობრივი ლუდსახარშებისგან, გავუმართლოთ ეს იმედები“, - ამბობს,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.
(R)
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)