|
2019-04-15 13:27:30, 1570 ნახვა
საზოგადოება
კვლევა: თბილისში მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს
თბილისში მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს, - ამის შესახებ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბესელიას განმარტებით, კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე 10 სკოლაში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ასაკის 500-მა მოსწავლემ მიიღო, მათგან 55% ბიჭი, 45% კი, გოგო იყო. "ცუდი არის ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად თამაშების მიმართ დამოკიდებულება იზრდება. თუ გამოკითხულთა კატეგორიას 14 წლის მოზარდებს გამოვაკლებთ, 15-18 წლის მოსწავლეებში აზარტულ თამაშებთან შეხების მაჩვენებელი 59%-მდე იზრდება. რაც სავალალოა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბიჭების 56%-ს და გამოკითხული გოგოების 44%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს. მოზარდები ონლაინსამორინეების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტრეკლამით იღებენ, ამის მაჩვენებელი 75% შეადგენს. ასევე პრობლემაა ის, რომ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე აზარტული თამაშების შესახებ სარეკლამო ბილბორდებია განთავსებული", - აღნიშნა ბესელიამ. რაც შეეხება რეგესტრაციას, მოზარდებს ონლაინ სამორინეებში ექაუნთის შექმნა პრობლების გარეშე შეუძლიათ. "თვითონ ონლაინ სამორინეებს აქვთ ძალიან სუსტი კანტროლის მექანიზმი ამ მიმართულებით. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირება და შემდგომში თამაში. გვაქვს ჩატარებული ცდა, ჩემი 5 წლის შვილის მონაცემებით დავრეგისტრირდი ყველანაირი პრობლემის გარეშე. ერთადერთი ბარიერი რაც არის რეგისტრაციის დროს, საიტი გვეკითხება ვართ თუ არა სრულწლოვანი. ნებისმიერი მოზარდი, რომელსაც თამაშის სურვილი აქვს, ამ ბარიერს მარტივად ლახავს. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც პირველ რიგში შეეხება იმ აგრესიულ სარეკლამო კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ ონლაინ სამორინეები, და მეორე სახელმწიფომ უნდა მოსთხოვონ, მათ, რომ წვდომა ჰქონდეთ საჯარო რეესტრთან და მოხდეს მოქალაქის იდენტიფიცირება, რადგან არ იციან დამრეგისტრირებელი ვინ არის. ამ კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში ზაფხულამდე მოხდება. დღეს საქართველოში 500 ათასამდე ექაუნტია დარეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 20%-ია", - განაცხადა გუგა ბესელიამ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)