03:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 09:31:57, 360 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, მაცეი პოპოვსკის შეხვდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა. მაცეი პოპოვსკიმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო მისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) ქართველი სამხედროების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა იყო გენერალ პატრიკ დე რუზიესთან შეხვედრის მთავარი თემა. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სამხედროები საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩაერთვებიან ევროკავშირის მისიებში.

გარდა თინათინ ხიდაშელი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებსაც შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს. „ჩვენ პრაქტიკულად ყველასგან მივიღეთ მხარდაჭერა, რაც მუდმივად ჩანს ევროპარლამენტის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ. გამწვავებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია დღის წესრიგში მუდმივად იდგეს საქართველოს საკითხი, მაშინ როდესაც უკრაინის თემა აქტიურდება. საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიარულს, ევროპარლამენტის მხადაჭერის ფონზე“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics