|
2019-04-15 13:22:24, 1987 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ, ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსი COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა. „ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ვიწყებთ თანამშრომლობას იტალიის მხარესთან . იტალია ინოვაციების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ იტალიისგან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე. ცერემონიაზე გიორგი ქობულიამ კონკურსში გამარჯვებული ორი ქართველი ახალგაზრდა ინოვატორი - გურამ ცირეკიძე და ნინო გრიგალაშვილი გამოავლინა, რომლებიც სამთვიან სტაჟირებას გაივლიან იტალიაში. გიორგი ქობულიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქართველ ახალგაზრდა ინოვატორს და სტარტაპერს, საშუალება ეძლევათ, იტალიაში გაიარონ სამთვიანი სტაჟირება ძალიან მოწინავე ინოვაციურ კომპანიებში . „ერთი მათგანი სტაჟირებას გაივლის Apple-ის ლაბორატორიაში, მეორე კი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის Brembo-ს ინოვაციურ ცენტრში. ეს კონკურის მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ იტალიასთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში დაწყებული თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. დღესვე თბილისის ტექნოპარკში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ტარდება სემინარი თემაზე - „გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან - ბიზნესზე", ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. სემინარზე იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული ინოვაციის სფეროს ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს. "მხოლოდ იდეა, თუნდაც გენიალური, არ კმარა. იდეას განხორციელება სჭირდება. სემინარის იტალიელი მონაწილეები მსმენელს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილების მნიშვნელობაზე უამბობენ და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს ღონისძიება იდეების გაცვლისა და იტალიასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესანიშნავი შესაძლებლობაა", - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.
(NS)
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)