|
2019-04-15 11:49:32, 1930 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: შევთანხმდეთ, რომ კენჭს არ ვუყრით მოსამართლეების კანონპროექტს, სანამ არ ვნახავთ კომისიის დასკვნას, რომელსაც კომპეტენცია მიანიჭეთ
"ევროოპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხითან დაკავშირებით დაგეგმილი კენჭისყრა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდეს. “მესმის, რომ თქვენ დიდი იმედი გაქვთ და, სხვათა შორის, უნდა გვითხრათ, რამე წინასწარი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ, უნდა გვითხრათ, ეს ხომ უსამართლობა იქნება თქვენ თუ უპირატესობა გექნებათ, რომ იცით ამ დასკვნაში რაც წერია, ხო? ხომ არ იცით? უბრალოდ, მანიშნეთ, ხომ არ იცით შემთხვევით? ანუ წინ გინდათ წაიგდოთ საქმე. მოდით, მე გთავაზობთ კომპრომისს. წავიგდოთ წინ საქმე, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ დღეს ამას კენჭს არ ვუყრით. იმიტომ, რომ ბატონო ანრი [ოხანაშვილი] ხომ შეიძლება, რომ თქვენც კი შეცდომა მოგივიდეთ და ვაიმე და, მოგატყუეს და საშინელი დასკვნა მოვიდეს ვენეციის კომისიიდან და მერე სესიაზე უნდა განვიხილოთ და კომიტეტი გამოვტოვოთ. განვიხილოთ, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ კენჭს არ ვუყრით, სანამ არ ვნახავთ იმ ორგანიზაციის დასკვნას, რომელსაც თქვენით თქვენი უაღრესად კეთილი ნებით მიანიჭეთ კომპეტენცია. მეორე კომპრომისი ის მაქვს, რომ თქვენი მთავარი არგუმენტი ხომ ის იყო, რომ მართლმსაჯულება, ხალხი იჩაგრება იმიტომ, რომ ცოტა მოსამართლე არის იუსტიციის უზენაეს საბჭოში? ხომ სწორად გავიგე და თქვენ ამაზე გრძნობთ პასუხისმგებლობას და კიდევ 2 კვირა თუ ეს გაგრძელდება, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება, ხო, თქვენი გადმოსახედიდან? მე მინდა, "ქართულ ოცნებას" შევთავაზო აქამდე გაუგონარი რამე. აქ არიან თქვენი მთავარი ოპონენტები, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციის მთელი სპექტრი, მე გთავაზობთ, რომ ჩვენ დაგვაბრალეთ ყველას ეს პრობლემა, რაც არასდროს გიქნიათ. თქვით, რომ ისევ და ისევ ჩვენი ოპონენტების გამო კიდევ 2 კვირით ჩვენი ხალხი მოწყდა მართლმსაჯულებას. ჩვენ ყველა ამჯერად მივიღებთ ამას, რომ ჩვენი ბრალია. თუ პატივცემული წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოების დამთანხმდებიან, რომ დაიბრალონ ეს მძიმე ტვირთი. ჰოდა, აი, ეგ არის კომპრომისი, რომ ერთხელ ხომ შეიძლება, ოპონენტებს დააბრალოთ რამე, რაც თქვენ არასდროს გაგიკეთებიათ. თან ახლა ოპონენტები მზად არიან, რომ დაიბრალონ ეს", - განაცხადა დეპუტატმა.
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)