|
2019-04-12 16:09:35, 1331 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე მერიასთან გამართული აქციის ორგანიზატორებს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნით, “მწვანე კლუბის” მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუდენტების განცხადებით, აუცილებელია გაუმართავი ავტომანქანების საკითხი დარეგულირდეს და ტაქსების ეფექტური რეფორმა გატარდეს. როგორც ხმალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ახალგაზრდული აქტივობა მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ახორციელებს. „ჰაერის დაბინძურება ქალაქის პრობლემა რომ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით და არ შეიძლება, ამ იდეას არ ვიზიარებდეთ. მეც მიმაჩნია, რომ სწორია ის იდეა, რის გამოც ეს ახალგაზრდები პროტესტს გამოხატავენ. ალბათ, ჩვენც უნდა უზრუნველვყოთ მათი მეტი ჩართულობა იმ აქტივობაში, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ჩვენთვის ეს დღეს არ გამხდარა ცნობილი. უკვე წელიწადზე მეტია, ძალიან ბევრი რამ დავგეგმეთ და ვახორციელებთ ამ მიმართულებით ქალაქში და კიდევ უფრო მეტი ღონისძიება განხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით. აქ არის ორი ძირითადი პრობლემა: პირველია ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერს აბინძურებს და მეორე, საშენი მასალის უსისტემო, უსტანდარტო და არასწორი მიმოქცევა თბილისის სამშენებლო ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ორივე მიმართულებით ძალიან ეფექტური გეგმა გვაქვს შემუშავებული, ბევრს ვმუშაობთ. პარლამენტში უკვე წარდგენილია საკანონდებლო პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს, შემოიღოს დამატებითი შემზღუდავი მექანიზმები საშენი მასალის განთავსება-ტრანსპორტირების მიმართულებით, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება საშენი მასალის ამტვერება, რაც შემდგომში იწვევს ჰაერის კრიტიკულ დაბუნძურებას. რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებას, ამას ემსახურება ზონალური პარკირებაც, ტაქსების რეფორმაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც, როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მიმართულებით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება. ეს დაახლოებით ორწლიანი პროგრამაა, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)