|
2019-04-12 14:17:52, 2023 ნახვა
საზოგადოება
ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციისთვის სანიმუშო ქვეყნის სტატუსი მსოფლიოში პირველად საქართველოს გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია ავსტრიაში, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის და ღვიძლის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე საპატიო სტატუსით იმყოფება. კონგრესის ფარგლებში დღევანდელი სესია ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით სპეციალურად საქართველოს მიღწევებს მიეძღვნა. სესიაზე საქართველოს, მსოფლიოში პირველი „ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი გადაეცა. აღნიშნული საპატიო ტიტული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის თავმჯდომარემ, მასიმო კოლომბომ დღეს გადასცა. „ჩვენთვის უდიდესი პატივია მსოფლიოში პირველი „სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რასაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია „გილეადმა“. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ, უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ამ პროგრამამ სწრაფი პოზიტიური გავლენა იქონია ეროვნულ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, საქართველო ასევე გახდა მისაბაძი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით და მრავალი სახელმწიფო გაიზიარებს იმ ღირებულ, მართლაც რომ საუკეთესო გამოცდილებას, რაც ჩვენ 2015 წლიდან გაგვაჩნია“.-განაცხადა დავით სერგეენკომ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 აპრილს გაიხსნა და იგი 14 აპრილს დასრულდება. კონგრესის ფარგლებში ღვიძლის დაავადებების საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)