|
2019-04-12 14:03:58, 1726 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია „აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები“ მიმდინარეობს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“ კონფერენცია ,,აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარის რეგიონში’’ მიმდინარეობს. კონფერენცია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში იმართება. მისი მიზანია, საზოგადოების გააქტიურება აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა საჭიროებების განსაზღვრისა და დანერგვისათვის, უფებამოსილი სტრუქტურების გააქტიურება აუცილებელი პროგრამების შექმნის მიზნით, ასევე სერვისების განვითარება და გამართული ფუნქციონირება. კონფერენცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გახსნა. 2018 წლიდან აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აამოქმედა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. პროგრამაში ჩართულია 34 ბენეფიციარი. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 180,000 ლარს. პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. 2019 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს ახალ პროგრამას ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით. პროგრამის მოსარგებლეები არიან ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბავშვები 2-დან 7 წლამდე, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურება: ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით, ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ADOS ტესტის ჩატარება. კონფერენციაში მონაწილეობენ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის, აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ბავშვთა ნევროლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ქცევითი ანალიტიკოსები. აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები, სამედიცისნო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები. ცნობისთვის, 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად. აპრილის თვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, სლოგანთ - ცვლილებები აუტიზმისთვის.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)