16:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 11:48:54, 2107 ნახვა

კომენტარი
კალაძე შაქარიშვილსა და ჯიშკარიანზე: ვიცოდი, რომ პარტიიდან მიდიოდნენ - ყველა თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატების ვატო შაქარიშილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ მმართველი გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჰქონდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა გადაწყვეტილება გუშინ გააცნეს.

 „ვიცოდი რომ მიდიოდნენ. გუშინ გვქონდა შეხვედრა და მე მითხრეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ყველა ადამიანი ვართ თავისუფალი ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს არჩევანში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics