10:24 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 11:38:17, 1752 ნახვა

რეგიონი
შუბანში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონიძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის ტრაგიკული მოვლენები, რაც 30 წლის წინ, 9 აპრილს, თბილისის ქუჩებში დატრიალდა. შესარულეს პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, წაიკითხეს ლექსები.

დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა იმდროინდელი ისტორიული ფაქტები და მოვლენები.

 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დღესასწაული მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მეუფე სპირიდონმა, პროფესორებმა ალიოშა ბაკურიძემ და ტარიელ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვებმა.

სპეციალურად ამ დღეს დაამთხვიეს შუბანში ქართული ჭიდაობის დარბაზის საზეიმოდ გახსნა, რომელიც  აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხელშეწყობითა და ფონდ ,,შუბანი"-ს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.


 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics