03:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 10:08:29, 499 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სომხურ-ქართული სამართლის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს ერევანში გაემგზავრება, სადაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OPG) ფარგლებში გამართულ სომხურ-ქართული სამართლის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმზე საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების განხილვა, მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ გამოცდილების გაზიარება  იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებშივე,  გიორგი მღებრიშვილი და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის  ვიზიტი ერევანში 26 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics