|
2019-04-05 10:45:55, 1805 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ბულგარეთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა ევროპაში და გვინდა ამ ქვეყანასთან ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი გავაღრმავოთ
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა ჩვენთვის ევროპაში და გვინდა, გავაღრმავოთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ამ ქვეყანასთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საკონტეინეროს გამოყენებას“, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრთან როსენ ჟელიაზკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გიორგი ქობულია 5 აპრილს როსენ ჟელიაზკოვთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომაში და ხელს მოაწერენ კომისიის სხდომის ოქმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ბულგარეთის პორტს ბურგასს შორის ინტენსიური საბორნე მიმოსვლა განახლდა 2015 წლიდან და ყოველწლიურად ბურგასი - ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს შორის საავტომობილო ბორნით გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 9,4 პროცენტით მეტი იყო.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)