|
2019-04-04 17:41:27, 1157 ნახვა
საზოგადოება
გალაკტიონ ტაბიძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მიმდინარე წლის ბოლომდე გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლაში, რევაზ ლაღიძის სახელობის N4 ხელოვნების სკოლაში, ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში, ვიქტორ დოლიძის სახელობის N15 ხელოვნების სკოლაში, N21 ხელოვნების სკოლასა და გიორგი ცაბაძის სახელობის N25 ხელოვნების სკოლაში მიმდინარეობს. სოფიო ხუნწარიას განცხადებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლაში და ალექსი მაჭავარიანის სახელობის N26 ხელოვნების სკოლაში. ამავე ტიპის სამუშაოები იგეგმება მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლასა და სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში. „დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია. გარემონტდა და კეთილმოეწყო სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი. ერთ თვეში ვიქნებით მზად, რომ მისი პირველი დამთვალიერებელი მივიღოთ. 2018 წელს გაიხსნა ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც პირველი ციფრული მუზეუმია თბილისში. ასევე, წლის ბოლომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმს, ხოლო მომავალ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის მერიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დღეს კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
(NS)
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)