19:19 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 14:25:43, 1385 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა დაჩქარებული წესით პარლამენტს მიმართავს, რომ 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს

საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და 12 მაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას ითხოვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივას მთავრობაც იზიარებს. ბახტაძემ დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს დღეს მიმართავს. 

​„დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ  დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დრეს ასევე ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისდღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ  და ვიზიარებთ დარწმუნებული ვარ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics