|
2015-06-23 16:51:58, 439 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი არგენტინაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ოფიციალური შეხვედრა გამართა არგენტინის ვიცე–პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. 22 ივნისს მინისტრი სიტყვით გამოვიდა არგენტინის საგარეო ურთიერთობათა ეროვნულ ინსტიტუტში და მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ასევე ისაუბრა ლათინური ამერიკის რეგიონთან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. პარალელურად ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ბუენოს-აირესში აკრედიტებული ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებთან, რომელსაც ესწრებოდნენ არგენტინაში ბრაზილიის, ურუგვაის, პერუს, კოლუმბიის, ბოლივიის, მექსიკის, გვატემალის, ელ სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკას ელჩები. საგარეო საქმეთა სამინისტრტოს განცხადებით, 24 ივნისს ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ხოლო 25-26 ივნისს ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტია დაგეგმილი. ამასთან ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ურუგვაისთან, არგენტინასთან და ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)