06:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 09:56:05, 2033 ნახვა

სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თბილისში  სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ  სხვადასხვა მომსახურებას გაუწევს.

მომსახურების სააგენტოს ახალი ცენტრის გახსნას სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და სააგენტოს ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„თბილისის სარეგისტრაციო მომსახურების ახალ ცენტრში მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი. ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო განყოფილება, ასევე,  საბანკო მომსახურება, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, როგორც ახალ პროექტებზე, ასევე, არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე და  ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, მომსახურებაზე ორიენტირებულ მიმართულებებს“, - განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ.

დღეიდან მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ახალ ცენტრში შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა,  ასევე,   პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფი მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს  11 სტრუქტურული ერთეული და 3 მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics