06:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 12:44:33, 1996 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი - ქურდობის ფაქტების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სისტემის ჰუმანურობაა

ქურდობის ფაქტების ზრდას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზრდილი კრიმინალის შესახებ ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სისტემის ჰუმანურობაა.

„საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული მოგახსენეთ, რომ ამ ნაწილში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი, მოგეხსენებათ,  ქურდობა არის ყველაზე რთულად გახსნადი დანაშაული და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებასაც თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არის. მოგეხსენებათ, სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური, მაგალითად, დღეს სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის ადამიანი შეიძლება ჯარიმით გათავისუფლდეს. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი, იმისთვის, რომ მართლმასაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური, რამეთუ ეს არის  ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც დღეს ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics