19:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 17:11:38, 1441 ნახვა

კომენტარი
ბესელია მოსამართლეების კანონპროექტზე: კობახიძის კაბინეტის ვერსიაში პარლამენტის როლი დაკნინებულია

„არ ვიცი, ამაზე მეტი რა შეიძლება წარმოიდგინო, მოიფიქრო ხუთ დონიანი ფილტრი და ეს სია ისე დაჩეხო  და დაწურო, რომ შენთვის სასურველ გვარებამდე დაიყვანო“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

ბესელიას შეფასებით, კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის საბჭოს დიდი უფლებები აქვს მინიჭებული.

„კობახიძის კაბინეტის ვერსიაში პარლამენტის როლი არის დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს ასე გაშლილი ფრთები აქვს. არ ვიცი, ამაზე მეტი რა შეიძლება წარმოიდგინო, მოიფიქრო ხუთ დონიანი ფილტრი და ეს სია ისე დაჩეხო  და დაწურო, რომ შენთვის სასურველ გვარებამდე დაიყვანო. პოლიტიკური პროცესი თუ პოლიტიკური კონტექსტი ერთია, რაც რეალობას ქმნის და უნდა გავითავისოთ. წმინდა სამართლებრივად ის, რომ არც ერთი ქვეყნის მოდელს არ ჰგავს და დაიწერა იმ ადამიანების მიერ ვინც თავისთვის წერს ხოლმე კანონპროექტებს, ეს უკვე ცუდის ნიშანია და მეტყველებს იმაზე, რომ პროცესი ჯანსაღად არ მიდის“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics