19:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 16:13:53, 1480 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი ომბუდსმენის ანგარიშზე: ამ საქმის 3% მაინც რომ გამჟღავნდეს, ეს ქვეყანა თავზე დაექცევათ

„დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ამ საქმის 3 პროცენტი მაინც, რომ გამჟღავნდეს, თავზე დაექცევათ ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა. 

მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სინამდვილეში არანაირი გასაიდუმლოებული მტკიცებულება არ არსებობს.

„ხალხის თვალში ვითომ რაღაც მტკიცებულებები აქვთ გასაიდუმლოებული, მაგრამ ლომჯარიამ რომ ჩაიხედოს საქმეში ნახავს, რომ სინამდვილეში იქ არაფერია. ფაქტებით შემიძლია დავადასტურო, რომ იქ ჩასახედი, გასაიდუმლოებული არანაირი საქმე არ არსებობს. მტკიცებულებები არ არსებობს. დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ამ საქმის 3 პროცენტი მაინც, რომ გამჟღავნდეს თავზე დაექცევათ ეს ქვეყანა. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ისევ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიას, ყველაფერი ნათლად ჩანს. მე მებრძვის პროკურატურა, პარლამენტი, ხელისუფლებაც მებრძვის და ივანიშვილიც. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიმართლე არ გამჟღავნდეს და ეს საქმე ჩაკლან. ეს არის ამათი პოზიცია, რომელზეც შეჯერდნენ, იმისთვის, რომ რამენაირად მიაღწიონ საპარლამენტო არჩევნებამდე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ცნობისთვის, ომბუდსმენმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც მოხვდა. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics